ვლადიმირ ზელენსკი ქართულ მხარეს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ქართულ მხარეს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობდით საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხომიჩისა და ვლადიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე. დღეს საქართველომ ისინი გაათავისუფლა პატიმრობიდან. მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქე, ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი 28 ნოემბერს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიFulbright-ის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ცნობილია
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომელსაც დღეს აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელუსუფლების მხრიდან