ვლადიმირ ზელენსკი: მწამს, მეგობრული ურთიერთობები ტრადიციულად გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას და საქართველოს ერთობლივი ევროპული მისწრაფებები აქვთ. მისივე თქმით, ორივე ქვეყანამ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.

ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ერთობლივი ევროპული მისწრაფებები გვაქვს. უკრაინამ და საქართველომ უნდა იზრუნონ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება საკვანძო მიმართულება შემდგომი ურთიერთობების. მწამს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება, განვითარდება საქართველოსა და უკრაინის ინტერესებში, ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების ინტერესებში.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მოლაპარაკებისა და ამ ვიზიტისთვის. მოხარული ვარ უკრაინაში თქვენი ხილვით. ნამდვილად ბოლო 15 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინაში. ყოველთვის მოხარული ვართ, გიხილოთ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: ნატო-ს სამიტმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა