ვლადიმირ ზელენსკი – დადგა დრო, უკრაინამ და საქართველომ ნატო-სგან MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნამდვილად დადგა დრო, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატო-სგან MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ზელენსკი.

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაბაკურ თვრინელის ნამუშევრები გერმანულ PURPLEHAZE-ში