ვლადიმირ პუტინმა თურქეთის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა

putinრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტამბოლის აერპორტში მომხდარი ტერაქტის გამო თურქეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა.
“ჩვენ ვწუხვართ და ტერაქტის მსხვერპლთ ვუსამძიმრებთ, რომელიც გუშინ მოხდა” – განაცხადა პუტინმა.
პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ტერაქტს “საშინელი” უწოდა და თქვა, რომ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლის კონსოლიდაციას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი მონაცემებით, ტერაქტის დროს 31 ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაცია დაშავებულ ორ ქართველთან დაკავშირებით არ დადასტურდა
შემდეგი სტატიასად იყავით მაშინ, როცა თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი სულხანის დასაცავად ციხესთან ვგროვდებოდით?!!!