ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას ხელი მოაწერა.

განახლებული დოქტრინის მთავარი პუნქტებია:

აგრესია რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული ქვეყნის მხრიდან ბირთვული ქვეყნის მხარდაჭერით განიხილება როგორც ერთობლივი თავდასხმა;
რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი თუ მის და ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კრიტიკული საშიშროება ემუქრება;
ბირთვული იარაღის გამოყენების ერთ-ერთი პირობაა, რუსეთის წინააღმდეგ ბალისტიკური იარაღის გამოყენება;
რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია არაკრიტიკული საშიშროების დროსაც. იგულისხმება მასიური დაბომბვა, თვითმფრინავების, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა მფრინავი ობიექტების მიერ რუსეთის საჰაერო საზღვრის კვეთა;
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიისთვის ტერიტორიისა და რესურსების უზრუნველყოფა შესაძლოა გახდეს ბირთვული იარაღის გამოყენების საბაბი;
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ახალი დოქტრინის მიხედვით უკრაინის მიერ შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებამ შესაძლოა საპასუხო ბირთვული დარტყმის გამომწვევი გახდეს.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობა შეაფერხოს
შემდეგი სტატიალევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლაშა დოლბაძე წარადგინა