ვლადიმერ ზელენსკი ბრიუსელში მოლაპარაკებებს ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან გამართავს,-იტყობინება კიევი. უკრაინის ლიდერი ბელგიის დედაქალაქს ეწვევა, რათა უკრაინის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების საგანგებო სამიტში მიიღოს მონაწილეობა.
საგანგებო სამიტზე, ყურადღებას გაამახვილდება უკრაინის დაუყოვნებელ და გრძელვადიან მხარდაჭერაზე, კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, სამშვიდობო ძალების პოტენციურ განლაგებასა და ევროკავშირის ახალ მიდგომაზე ევროპის თავდაცვაზე. 27 წევრი ქვეყნის ლიდერები გეგმავენ, უკრაინას აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტისა და დონალდ ტრამპის რუსეთთან მოლაპარაკების სურვილის ფონზე ამ საკითხებზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას.
ბრიუსელში DW-ის რამდენიმე წყარომ ხაზგასმით აღნიშნა სამიტის მნიშვნელოვანი თემა – უკრაინის თავდაცვა და ევროპის უსაფრთხოებაა. ასევე, მოსალოდნელია, რომ ევროსაბჭომ დაამტკიცოს ახალი ინსტრუმენტები მასიური თავდაცვითი ინვესტიციებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას, რაც გააძლიერებს ევროკავშირის უნარს უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინის არმია უნდა გახდეს თავისი ქვეყნის შეკავებისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი.