ვლადიმერ ზარუდნიცკი – არ არის გამორიცხული, უკრაინის კონფლიქტი ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს

უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს, – ამის შესახებ რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელმა, გენერალმა ვლადიმერ ზარუდნიცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვის ძალების ახალ კონფლიქტში ჩართვის ალბათობა „მნიშვნელოვნად იზრდება“.

„უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობა, ევროპაში ფართომასშტაბიანი ომის ჩათვლით, არ არის გამორიცხული. ჩვენი სახელმწიფოსთვის სამხედრო საფრთხის მთავარი წყარო არის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ანტირუსული პოლიტიკა, რომლებიც აწარმოებენ ახალი ტიპის ჰიბრიდულ ომს, რათა ყველანაირად დაასუსტონ რუსეთი, შეზღუდონ მისი სუვერენიტეტი და გაანადგურონ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენი სახელმწიფოს ახალ სამხედრო კონფლიქტებში მიზანმიმართულად ჩათრევის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება“, – განაცხადა ზარუდნიცკიმ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიავოლსკი ლგბტ პროპაგანდაზე – ჩვენი განსხვავება დასავლურ ქვეყნებთან ამ საკითხთან მიმართებით რასაკვირველია არ გადაითარგმნება იმაში, რომ რაიმე პოლიტიკური სხვაობები გვაქვს