ვლადიმერ პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს უკრაინაში – სტოლტენბერგი

სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ 20 დამატებითი დანაყოფის შექმნაზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს უკრაინაში. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სტოლტენბერგის განმარტებით, რუსეთს მოკლევადიანი საომარი ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც რუსეთის ძალიან ძვირადღირებული ომი აღმოჩნდა.

მისისვე თქმით, პუტინი იძულებული გახდა ჯარები კიევის მისადგომებიდან და ქვეყნის ჩრდილოეთიდან გაეყვანა.

„რუსული ჯარებს ხარკოვის ოლქიდანაც დევნიან, დონბასზე თავდასხმა მათი მხრიდან კი ძალიან ნელა მიმდინარეობს“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერამა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი იყო ნატოს წარმომადგენლობის შემცირება რუსეთის საზღვრებთან. და იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გაუგზავნა ნატოს დეკემბერში, რომელზეც მას სურდა, ჩვენ ხელი მოგვეწერა, ნათლად იყო ნათქვამი: არანაირი შემდგომი ნატოს გაფართოება ახლა კი ის იღებს ნატოს წარმომადგენლობის გაფართოებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

წინა სტატიაშიუკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – კისინჯერი
შემდეგი სტატიაფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრებთ ოპოზიციასთან – ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია, შეხვედრებით, განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ხვალ მოისმენთ – თალაკვაძე