ვლადიმერ პუტინმა კრემლში ანატოლი ბიბილოვი მიიღო

„სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეკონომიკურ მხარდასაჭერად რუსეთი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერთან, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვი კრემლში მიიღო და განუცხადა, რომ მოსკოვში 10 წლის წინანდელი მოვლენები ახსოვთ.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ „მხარეებს შორის ტვირთბრუნვა იზრდება და საინვესტიციო პროექტები ხორციელდება“.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერმა სოფელი დიღომი – დიდგორი – თელოვანის საავტომობილო გზის სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიაჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა