ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების შესახებ.

განკარგულება განავრცობს სქემას, რომელიც 2019 წლიდან ხელმისაწვდომია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამჟამად რუსი ოკუპანტები უკანონოდ აკონტროლებენ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებს.

banner
წინა სტატიაშიმოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არა მგონია კარგად იყოთ თქვენ, ან მე 2022 წელს – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიათუ ოპოზიცია ამბობს, რომ აშშ-ს საელჩომ კონკრეტული გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ვიზიტორების სიიდან ამორიცხა, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა მოუხდენია – მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ რეალურია – დავითულიანი