რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტთან მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბარი გამართა | ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს
ვლადიმერ პუტინმა მასუდ ფეზეშქიანს განუცხადა, რომ აუცილებელია აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
რუსეთის ლიდერმა ასევე გამოუცხადა ირანელ კოლეგას ღრმა მწუხარება აიათოლა ალი ხამენეის, მისი ოჯახის წევრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.
ფეზეშქიანმა მადლობა გადაუხადა პუტინს ირანელი ხალხის მიმართ რუსეთის სოლიდარობისთვის. მან დეტალურად გააცნო რუსეთის პრეზიდენტს არსებული ვითარება. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მუდმივ კონტაქტზეა სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების ლიდერებთან.
















