ვლადიმერ პუტინმა ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „აზოვსტალში“ მყოფ სამხედროებს იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებამ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ სამხედროებს იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცეს, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„რაც შეეხება უკრაინელ სამხედროებს და ნაციონალისტური ბატალიონების “ბოევიკებს”, რომლებიც ბლოკირებულნი არიან „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, კიევის ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იხელმძღვანელოს ჰუმანური მოსაზრებებით და უბრძანოს, დაყარონ იარაღი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე მტკიცებით, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული აქვთ სიცოცხლე, სამედიცინო დახმარება და მკურნალობა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

banner
წინა სტატიაშიჩერნობილში რადიაციის დონე არანორმალურია – გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაპროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ