ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა რუსეთის ავიაციას და როსტოვის რეგიონის გუბერნატორს ასევე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაავალა ყველაფერი გააკეთონ დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად.

ამ დროისთვის კატასტროფის ადგილას მიმდინარეობს სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი და პრეზიდენტის წარმომადგენელი სამხრეთის ფედერალურ ოლქში. ამასთან, დონის როსტოვის აეროპორტში მისულ დაღუპულთა ახლობლებს დახმარებს ათობით ფსიქოლოგი უწევს.

რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, რუსეთის საჰაერო ტრანსპოროტის ფედერალური სამსახური უკვე დაუკავშირდა კომპანია Fly Dubai-ის წარმომადგენლებს კომპენსაციის საკითხზე. პარალელურად, თავად კომპანია Fly Dubai-ის ხელმძღვანელობამ მომხდართან დაკავშირებით შეიმუშავა სწრაფი რეაგირების გეგმა და მზად არის იმუშაონ რუსეთის შესაბამის სამსახურებთან.

დონის როსტოვში Fly Dubai-ის კუთვნილმა ბოინგმა დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 55 მგზავრია, დანარჩენი კი ეკიპაჟის წევრი იყო. თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა არიან უკრაინის, უზბეკეთისა და ინდოეთის მოქალაქეებიც. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

მომხდარის გამო დონის როსტოვის აეროპორტიდან სხვა ავიარეისები გადაიდო. აღსანიშნავია, რომ კომპანია Fly Dubai-ი 2009 წელს დუბაიში დაარსდა და იგი დღეს 90 მიმართულებით ასრულებს რეისებს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ეს ხელისუფლება არ ჩამოიქცევა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ქალაქ როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს