ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შესთავაზა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული პოსტის შექმნისა და ამ თანამდებობაზე მედვედევის დანიშვნის გეგმის შესახებ დღეს განაცხადა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ცოტა ხნის წინ მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მან ვალდიმერ პუტინის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუკავშირა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ავრცელებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მედიით ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ