ვლადიმერ პუტინმა და სტივ უიტკოფმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშკოვი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა კონსტრუქციული და სასარგებლო იყო.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა.

„რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, პროდუქტიული რუსულ-ამერიკული დიალოგი სხვადასხვა დონეზე კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებთან.

უშაკოვის განცხადებით, მოსკოვში გამართულმა შეხვედრამ საშუალება მისცა, დაახლოებულიყო მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებზეც.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში – აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები
შემდეგი სტატია„მთელი ეს მიწა უკრაინას ეკუთვნის“-ზელენსკი ყირიმზე