12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას ირანთან დაკავშირებული სიტუაცია განიხილეს.

„ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლისას, ლიდერებმა მხარდაჭერა გამოთქვეს საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულებისა და არსებული მწვავე კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების მიმართ“, – აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ალიევს მადლობა გადაუხადა ირანიდან რუსების ევაკუაციაში გაწეული დახმარებისთვის, ასევე მოსკოვის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ირანელებისთვის მიწოდებისთვის.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაური ჩვენებას მისცემს
შემდეგი სტატიაირანმა ისრაელის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, ხაიფაში მდებარე საზღვაო ბაზას და ისრაელის რადარის სისტემას დაარტყა