ვლადიმერ პუტინისა და შარლ მიშელის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციაში საუბარია შარლ მიშელის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრას ეხება. განცხადების თანახმად, შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტულ შედეგებზეა დამოკიდებული.

„რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა ცნობილი პოზიცია ამის თაობაზე, რომ ასეთი შესაძლებლობა დამოკიდებულია, კერძოდ, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მოლაპარაკებების კონკრეტულ შედეგებზე, რომლის მიმდინარეობის დროსაც უკრაინული მხარე ავლენს არათანმიმდევრულობას და მზად არ არის, ეძებოს ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებები“, – ვკითხულობთ კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციაში ასევე საუბარია „აზოვსტალის“ ქარხნის სამრეწველო ზონაზე შტურმის გაუქმების განკარგულებასთან დაკავშირებითაც.

„მარიუპოლის გათავისუფლების შემდეგ, ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, „აზოვსტალის“ ქარხნის სამრეწველო ზონაზე შტურმის გაუქმების განკარგულება გაიცა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, ეროვნულ ბატალიონებსა და უცხო ქვეყნის მებრძოლებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, გარანტია ეძლევათ სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ღირსეული მოპყრობისა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის. თუმცა, კიევის რეჟიმი ამ შესაძლებლობით სარგებლობის ნებას არ რთავს“, – აცხადებენ კრემლში.

banner
წინა სტატიაშიკახოვკაში, რაშისტებმა, პოლიციის განყოფილებაში წამების პალატა შექმნეს, სადაც მძევლებს ელექტროშოკით სცემენ და აწამებენ
შემდეგი სტატიათუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს – ბერბოკი