ვლადიმერ პუტინის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში 4 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მთიან ყარაბაღში სამხედრო ესკალაციის შედეგად, 4000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც ხელი მოაწერა ბრძანებას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის შექმნის შესახებ.

პუტინის თქმით, მთიან ყარაბაღში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, ბრძოლების შედეგად, დანგრეულია ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურა და კულტურის ობიექტები.

„მსხვერპლის რიცხვი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში, ბრძოლების შედეგად, 4000-ს აჭარბებს, დაჭრილთა რაოდენობა კი 8 000-ზე მეტია. დევნილთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით, ათობით ათასია. დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ბევრი კულტურული ობიექტი“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიმართ არ გამოუხატავთ რამე სახის პრეტენზია
შემდეგი სტატიათამარ კორძაია, რაც ცესკოში ხდება, არის ფარსი – ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს