ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ყველა მაღალჩინოსანი მხოლოდ რუსული წარმოების ავტომობილებით უნდა გადაადგილდეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ყველა მაღალჩინოსანი მხოლოდ რუსული წარმოების ავტომობილებით უნდა გადაადგილდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, სამინისტროები და უწყებები ითხოვენ, გაგრძელდეს უცხოური წარმოების ავტომობილების შეძენა, რაც მისი თქმით „სრულიად გამორიცხული უნდა იყოს. მისი თქმით, ქვეყნის ყველა მაღალჩინოსანმა სამამულო წარმოების ავტომობილებით უნდა იაროს, რადგან ეს უფრო „მოკრძალებული“ იქნება.

როგორც პუტინი აღნიშნავს, „მაღალჩინოსნებს უნდა ესმოდეთ, რომ საჭიროა ეროვნული ბრენდების განვითარებისკენ მისწრაფება“.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – დღევანდელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობა
შემდეგი სტატიანათია ბახტაძე «Lexus»-ის სალონში მოკლეს და ცხედარი ვარდნილჰესი-III-შში გადააგდეს – ექსკლუზივი