ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში დაეხმარება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კოსმოსური თანამგზავრების აგებაში დაეხმარება, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებს კოსმოდრომ “ვოსტოჩნიზე” განუცხადა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ხვდება.

კერძოდ, კითხვაზე : “დაეხმარება თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში”, პუტინმა უპასუხა: „სწორედ ამიტომ მოვედით აქ. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართ, ისინი ცდილობენ განავითარონ კოსმოსი. ჩვენ მათ ჩვენს ახალ ობიექტებს ვაჩვენებთ”.

პუტინს ასევე ჰკითხეს, განიხილება თუ არა მოლაპარაკებებზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რაზეც მან უპასუხა: “ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. დრო არის”.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა
შემდეგი სტატიაCNN – კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრის წინ ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა