(ვიდეო) ვლადიმერ პუტინის ავტომობილი ავარიაში მოჰყვა – არის მსხვერპლი

-1571რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ავტომობილი ავარიაში მოჰყვა.

მოსკოვში, კუტუზოვის 35-ში მომხდარი ავარიის შედეგად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ “დეილი მეილი” ავრცელებს. მძღოლის ვინაობა არ საჯაროვდება.
როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ სატრანსპორტო განყოფილებაში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა და პრეზიდენტის საყვარელ მძღოლად ითვლებოდა.
დასავლური მედია ავტოსაგზაო შემთხვევის კადრებსაც ავრცელებს. უბედური შემთხვევა მოსკოვში 2 სექტემბერს მოხდა.

 

https://youtu.be/EKIjY-DnIpY

 

 

banner
წინა სტატიაში“უზენაესი სასამართლო რუსთავი 2 – ს ტერორში ამყოფებს”- გვარამიას სპეციალური განცხადება
შემდეგი სტატიათურქეთში ერდოღანის ძეგლი დაამზადეს