ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიას პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაუდასტურა.

„გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ვიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების აუცილებლობას, როდესაც პუტინის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა შეხვედრის მონაწილეებს წინასწარ კორონავირუსზე ამოწმებენ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3 პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა
შემდეგი სტატიაCOVID 19-თან საბრძოლველად საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროსთვის 20 000 ლაბორატორიულ ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს, 50 000 პირბადესა და 60 000 ხელთათმანს შეიძენს.