21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ვლადიმერ პუტინი უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების გაგრძელებას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და მის ინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიშები უნდა გაგრძელდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ კონსტანტინოვკას დაკავება რუსულ ჯარს კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით წინსვლის შესაძლებლობას აძლევს.

პუტინმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ლიდერების მიერ 7 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ისინი დადებითად აფასებდნენ კიევის მიერ უპილოტო ტექნოლოგიების გამოყენებას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს განცხადება აჩენს ეჭვს, ხომ არ უჭერს მხარს დასავლეთი უკრაინის მხრიდან რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე იერიშებს.

„უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფელი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასირებული და ჯგუფური დარტყმების განხორციელება უნდა გაგრძელდეს… თუ ასეთი მიდგომები არსებობს და ხორციელდება, ჩვენც შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. გთხოვთ, წარმოადგინოთ შესაბამისი წინადადებები“, — განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიმარტა კოსი: თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებით ურთიერთკავშირის გაძლიერება ახალ დონეზე ავიყვანეთ
შემდეგი სტატიაკრისტენ მიხალი: პუტინის შეკავებაში წარუმატებლობა თავდაცვის ხარჯებზე გაცილებით ძვირი დაჯდება