9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთახმების ხელმოსაწერად მზად არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთახმების ხელმოსაწერად მზად არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა განაცხადა. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.

უიტკოფის თქმით, ის და დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი მოსკოვში პუტინთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრებიან. შეხვედრის დროს იგეგმება ომის დასრულების 20-პუნქტიანი გეგმის განხილვა, რომელიც, უიტკოფის თქმით, 90%-ით მზად არის.

„ყველას სურს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება“, – განაცხადა უიტკოფმა.

რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის ვიზიტით. პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელია „ერთობლივი ძალისხმევა საპირისპირო ტრეკებით“. ასევე პესკოვი ამბობს, რომ ომის დასრულება შეუძლებელია ევროპული უსაფრთხოების ფართო განხილვის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „მთავრობის“ დათხოვნის შესახებ
შემდეგი სტატიარუტე: უკრაინაზე ფოკუსირება ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს