ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომისთვის სულ მცირე ერთი წელი ემზადებოდა და შეუძლია, შეტევა დიდი ხნის განმავლობაში აწარმოოს -შოლცი

​გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომისთვის სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა და შეუძლია, შეტევა დიდი ხნის განმავლობაში აწარმოოს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა გერმანიის ლიდერს ჰკითხა, თუ როდის ამოეწურება რუსეთს ომის წარმოების შესაძლებლობა. შოლცის თქმით, ამის შესახებ არავინ იცის, თუმცა ხანგრძლივი მზადება ომისთვის აჩვენებს იმას, რომ ის მზად არის, ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის.

„ვფიქრობ, რომ ამ ომის წარმოების გადაწყვეტილება მიღებული იყო ერთი წლით ადრე მის დაწყებამდე ან შესაძლოა, კიდევ უფრო ადრე, რადგან ის ემზადებოდა ამისთვის. შესაბამისად, მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი ნამდვილად დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა შოლცმა.

ამას გარდა, გერმანიის კანცლერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინი ამას არ აღიარებს, ის მაინც აცნობიერებს, რომ რუსეთი გრძნობს დასავლური სანქციების შედეგებს.

„თქვენ გარკვეულწილად გესმით, რომ ეს ნამდვილად აყენებს მას ტკივილს და მას ესმის მის ეკონომიკაზე ჩვენი სანქციების ღრმა გავლენა. ეს ახლა ემართება ქვეყანას, რომელიც არ არის ძალიან განვითარებული, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დანარჩენი მსოფლიოს ტექნოლოგიები, რათა ჰქონდეს ცხოვრების ანალოგიური სტანდარტი, რათა ჰქონდეს შანსი, რომ იყოს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ნაწილი“, – განაცხადა შოლცმა.

ჟურნალისტმა შოლცს ჰკითხა ორ მილიარდ დოლარზე, რა თანხასაც დაახლოებით ხარჯავს გერმანია ყოველთვიურად რუსულ გაზზე, ქვანახშირსა და სხვა ენერგორესურსებზ, რაც დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რასაც ის უკრაინის დასახმარებლად გამოყოფს. პასუხად შოლცმა უარყო, რომ ვლადიმერ პუტინს სანქციებს აცილებს.

„მას არ შეუძლია ჩვენგან მიღებული ამ ფულით იყიდოს რამე, რადგან მას აქვს დაწესებული სანქციები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სხვა მისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტზე. ასე რომ, ეს არის ის, რაც მის რისხვას იწვევს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშილისის ტბაზე საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიაახალაიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხი და მტკიცებულება, რომ ვერასოდეს დაამტკიცებენ იმას, რაც არ არის სიმართლე – წულუკიანი