რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას, უკრაინაში მიმდინარე ომზე მორიგი განცხადება გააკეთა.
პუტინის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ადრე თუ გვიან დასრულდება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მტერი დამარცხდება“, ხოლო საბოლოო გამარჯვება რუსეთის მხარეს იქნება.


















