ვლადიმერ პუტინი „სიენენის“ კორესპონდეტს: ობიექტურად მიიტანეთ ინფორმაცია მსმენელამდე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია „სიენენის“ კორესპონდეტს მიმართა, ობიექტურად მიიტანოს ინფორმაცია მსმენელამდე.

„რაც შეეხება სისტემურ ოპოზიციას, რთულს არაფერს ვიტყვი, თუკი თქვენ შეძლებთ, ობიექტურად მიიტანოთ ეს მაყურებლამდე, მადლიერი ვიქნები“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, აშშ-მა გამოაცხადა რუსეთი მის მტრად და მოწინააღმდეგედ.

„კონგრესმა ეს გააკეთა 2017 წელს. აშშ-ის კანონმდებლობაში შეტანილია დებულებები იმის თაობაზე, რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიული მმართველობის წესებსა და წესრიგს ჩვენს ქვეყანაში, და მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ეს ამერიკულ კანონშია. თუ რუსეთი მტერია, მაშინ რომელ ორგანიზაციებს უჭერს მხარს ამერიკა რუსეთში? ვფიქრობ, არა იმათ, რომლებიც ამტკიცებენ დემოკრატიას რუსეთში, არამედ მათ, რომლებიც მას აფერხებს. აშშ-ის ეს მიზანი საჯაროდ არის გაცხადებული. ეს არიან ორგანიზაციები და ხალხი, რომლებიც ხელს უწყობენ აშშ-ის პოლიტიკის რეალიზაციას რუსეთის მიმართულებით. ჩვენ ამას უნდა მივუდგეთ სიფრთხილით, თუმცა, ვიმოქმედებთ მხოლოდ რუსული კანონმდებლობით“, – აღნიშნავს პუტინი.

banner
წინა სტატიაშიპუტინი:არ გვსურს, დაუშვათ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის მსგავსი მოვლენები რუსეთში განმეორდეს
შემდეგი სტატიაჭიათურის მერია “გედების ტბაზე” მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს