8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ვლადიმერ პუტინი – საიმედო პარტნიორებისთვის, მათ შორის სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის, ენერგორესურსების მიწოდებას ვზრდით

რუსეთი თავისი საიმედო პარტნიორებისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ზრდის , – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ნავთობისა და გაზის გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გლობალური ვითარების გამო ენერგორესურსების ამჟამინდელი ფასები დროებითია.

„გვესმის, რომ მაღალი ფასები დროებითია. ეს ნათელია. ჩვენ საიმედო პარტნიორებისთვის, მათ შორის სლოვაკეთისთვის და უნგრეთისთვის, მიწოდებას ვზრდით“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი მზად არის ევროპას ნავთობი და გაზი მიაწოდოს, მაგრამ მკაფიო სიგნალებს ელის.

„თუ ევროპული კომპანიები და მომხმარებლები რეორიენტაციას გადაწყვეტენ და ჩვენთან სტაბილურ თანამშრომლობას უზრუნველყოფენ, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი იქნება, მაშინ მზად ვართ ევროპელებთან ვიმუშაოთ. მაგრამ, ჩვენ გარკვეული სიგნალები გვჭირდება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
შემდეგი სტატიააბას არაღჩი – აშშ გეგმავს შეთქმულებას ჩვენი ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ