რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე ინიციატივას რუსული მხარე ფლობს და ბრძოლის ველზე არსებული დინამიკა კონფლიქტის სწრაფ დასრულებაზე მიანიშნებს.
„რუსი ჯარისკაცები წინ მიიწევენ ყოველდღიურად… ვითარება ბრძოლის ველზე ისე ვითარდება, რომ რუსეთს შეუძლია ისაუბროს კონფლიქტის მალე დასრულებაზე“, — განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მოქმედებების ამჟამინდელი ტემპი მოსკოვს აძლევს საფუძველს, მოვლენების ასეთ განვითარებაზე გააკეთოს პროგნოზი.
















