ვლადიმერ პუტინი: რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბალისტიკური რაკეტები

ვლადიმერ პუტინი: რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბალისტიკური რაკეტები „უკრაინის სამხედრო სამიზნეების“ წინააღმდეგ და გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებმაც მიიღეს უფლება მათი იარაღის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ.

პუტინის განცხადებით, რუსეთმა გამოსცადა ექსპერიმენტული საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა “ორეშნიკი”, საპასუხოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დასავლეთის ATACMS და Storm Shadow რაკეტებით რუსეთში სამიზნეებზე თავდასხმის საპასუხოდ.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს, დილით, რუსული ძალები სხვადასხვა ტიპის რაკეტებით თავს დაესხნენ ქალაქ დნიპროს. კერძოდ, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ასტრახანის რეგიონიდან ოკუპანტებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. იქ მყოფი მოქალაქეები არ დაშავებულან. გარდა ამისა, დაზიანდა სამრეწველო საწარმო და ორი კერძო სახლი. გაჩნდა ხანძარიც. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ
შემდეგი სტატიათიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს“