ვლადიმერ პუტინი – რუსეთს უკრაინაში მშვიდობის ისეთი ვარიანტი სჭირდება, რომელიც რუსეთის სტაბილურ განვითარებას და სიმშვიდეს უზრუნველყოფდა, სხვისი არაფერი გვჭირდება, თუმცა საკუთარს არ დავთმობთ

რუსეთს უკრაინაში მშვიდობის ისეთი ვარიანტი სჭირდება, რომელიც რუსეთის სტაბილურ განვითარებას და სიმშვიდეს უზრუნველყოფს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფონდ „მამულის დამცველების“ ქალ თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, „მათ სხვისი არაფერი სჭირდებათ“.

„ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაწყობს და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის სიმშვიდის ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივას. ჩვენ სხვისი არაფერი გვჭირდება, თუმცა საკუთარს არ დავთმობთ. ჩვენ გვჭირდება ისეთი ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში“, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი : ევროპის წინაშეა ცხადი საფრთხე და ამიტომ ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ისევე როგორც უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რომ დაიცვას თავი
შემდეგი სტატიავალერი ზალუჟნი : ნატო-მ, შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა, ხოლო რუსეთი მოაკითხავს ევროპას