ვლადიმერ პუტინი – რუსეთს არ სჭირდება ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში გამარჯვებისთვის

რუსეთს არ სჭირდება ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ასეთი იარაღის გამოყენება შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში – ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში. არ მგონია, რომ ახლა ეს შემთხვევა იყოს. ასეთი საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანას, რომელშიც აისახება პირობები, როდის იქნება შესაძლებელი ასეთი იარაღის გამოყენება.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს შეეძლო ბირთვული იარაღის გამოცდა, თუმცა ახლა ამის საჭიროება არ დგას.

ცნობისთვის, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ფლობენ მსოფლიოს ბირთვული იარაღის თითქმის 90%-ს.

banner
წინა სტატიაშიჩხარტიშვილი: გავურბივარ სანქციებზე საუბარს, პოლიტიკისგან შორს ვარ, გვიყვარს სამშობლო
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან გახსნილი იქნებოდა მოლაპარაკებები