ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „წყალობით“, დონბასში „მშვიდობა“ დაისადგურებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის „წყალობით“, დონბასში „მშვიდობა“ დაისადგურებს.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი „თანმიმდევრულად“ იმოქმედებს და მიაღწევს ისეთ სიტუაციას, როცა დონბასში ცხოვრება თანდათან ნორმალური გახდება.

„სამწუხაროდ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ბევრი რამ შეიცვალა წლების განმავლობაში, მაგრამ უარესისკენ, რადგან რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა დაბომბვები, საარტილერიო დარტყმები და საომარი მოქმედებები და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან, ძალიან რთული იყო ხალხისთვის. ყირიმში, სევასტოპოლში ადამიანების ცხოვრება სხვაგვარად ვითარდებოდა, ეს აშკარაა, მაგრამ პარალელურად დონბასში ტრაგედია ხდებოდა, რამაც რუსეთი უბრალოდ აიძულა, რომ ეს სამხედრო ოპერაცია დაეწყო. პირველ რიგში, ამ ოპერაციის მიზანია დონბასში მცხოვრები ჩვენი ხალხის დახმარება“, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ – მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს
შემდეგი სტატიაჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით გერმანიაში მიმავალი მატარებელი საქართველოზეც გაივლის