ვლადიმერ პუტინი პირველად დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას სადავო ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას სადავო ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად, – ამის შესახებ  „აქსიოსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის თანახმად, რუსები, რომლებიც ადრე ეწინააღმდეგებოდნენ ცეცხლის შეწყვეტას შეთანხმების საბოლოოდ მიღწევამდე, დათანხმდნენ, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტა იქნებოდა საჭირო.

ამასთან, აშშ-ის ოფიციალური პირი გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინა 60-დღიან ზავს ითხოვს, თუმცა რუსებმა შესაძლოა, უფრო მოკლე ვადა მოითხოვონ.

banner
წინა სტატიაში“გუშინდელმა მოვლენებმაც დაგვანახა, რომ კარგად დაგეგმილი მცდელობა იყო ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის გადატრიალების” – ბექა ოდიშარია
შემდეგი სტატიააშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა – პესკოვი