ვლადიმერ პუტინი – მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, მზად არის გაითვალისწინოს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების ინიციატივები კონფლიქტის დასასრულებლად.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების უსაფრთხოება ორგანიზაციის მუშაობის პრიორიტეტად რჩება.

„სწორედ ამისკენ არის მიმართული დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ორგანიზაციის რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურის უნივერსალურ ცენტრად გარდაქმნის შესახებ, რომელიც უპასუხებს უსაფრთხოების საფრთხეების სრულ სპექტრს. რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორობას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ ეს ურთიერთქმედება თანდათან ვითარდება თანასწორობის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებით, კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნების პატივისცემით, უსაფრთხოების აქტუალური საკითხების კოლეგიალური გადაწყვეტილებების ძიებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიცისკარიშვილი: თუ ვინმეს არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების ქართულ რეალობაში შემოტანა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია
შემდეგი სტატიაზელენსკი: ჩვენ ვერ ვენდობით პუტინს, რადგან ჩვენთვის ის მკვლელი და აგრესორია