ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის რუსული ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს.

პუტინის გადაწყვეტილებაზე განმარტებას, რუსულ interfax–თან კრემლის პრესსპიკერი აკეთებს.

“პრეზიდენტი არასერთიფიცირებულ ვაქცინას ვერ გამოიყენებს, მას შემდეგ რაც ყველა ახლა მიმდინარე პროცესი დასრულდება, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, ამის შესახებ შეგატყობინებთ.” – ასე უპასუხა პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტის შეკითხვას – რატომ არ აიცრა მთავრობის მეთაური კორონავირუსის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში იეჰოვას რამდენიმე მოწმე დააკავეს
შემდეგი სტატიაშვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა