ვლადიმერ პუტინი – კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს, ცეცხლის შეწყვეტაზე იფიქროს, რადგან საომარი მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მათ მოუწევთ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება

ვიქტორ ორბანთან საკმაოდ პირდაპირი და საფუძვლიანი აზრთა გაცვლა იყო მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კონფლიქტზე და ვისაუბრეთ მისი მოგვარების შესაძლო გზებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს, იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან საომარი მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მათ მოუწევთ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. პუტინის განცხადებით, ზავი ან პაუზა არ უნდა იქნას გამოყენებული კიევის რეჟიმის გადაიარაღებისთვის, რადგან მოსკოვს კონფლიქტის სრული და საბოლოო დასრულება სურს.

ვლადიმერ პუტინმა ორბანთან მოლაპარაკებებს დროული და სასარგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს დიალოგის აღდგენის მცდელობად აღიქვამს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიევის სპონსორები უკრაინას და მის ხალხს რუსეთთან დაპირისპირებისთვის იყენებს.

„რა თქმა უნდა, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ზოგადად ნაცნობი დასავლური თვალსაზრისი, მათ შორის უკრაინის ინტერესების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტისთვის“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ორბანის თქმით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა იმ დროს, როდესაც ევროპას მშვიდობა სჭირდება.

„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი. გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. მოსკოვში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაწვრთნების გადადება არის პირველი მძიმე გამოხატულება უსაფრთხოების კუთხით – დეკანოიძე