ვლადიმერ პუტინი – ჯო ბაიდენის განცხადება, თითქოს უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი ნატო-ს თავს დაესხმება, სისულელეა, ამის ინტერესი არ გვაქვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ჯო ბაიდენის განცხადება, თითქოს უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი ნატო-ს დაესხმება თავს, „ სისულელეა“.

„ეს სრული სისულელეა და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ამას ხვდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბაიდენი ამით ცდილობს რუსეთის მიმართ აშშ-ის მცდარი პოლიტიკა გაამართლოს.

„რუსეთს არ აქვს მიზეზი, ინტერესი, არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური, პოლიტიკური ან სამხედრო ინტერესი, რომ ებრძოლოს ნატო-ს ქვეყნებს“,- ამბობს პუტინი.

აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „პუტინი უკრაინას თუ დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება, თავს დაესხმება ნატო-ს წევრებს და შემდეგ ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან“.

პუტინის თქმით, ნატო აშშ-ის „უკანა კარია“ და რეალურად ორგანიზაციის „ მეპატრონე“ ამერიკაა.

„რეალურად ამერიკაა ნატო-ს მფლობელი, ეს ორგანიზაცია მათი უკანა კარია“,- თქვა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიალ ჯაზირა“ საკუთარი ოპერატორის სიკვდილის გამოძიებას სართაშორისო სასამართლოს სთხოვს
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ისევ იწვევს