გაკვირვებული ვარ დონალდ ტრამპის თავშეკავებულობით ევროპელი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც, პირდაპირ ვთქვათ, თავხედურად იქცეოდნენ, – ამის შესახებ მან სანქტ პეტერბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, გაკვირვებული ვარ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის თავშეკავებულობით თავისი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც იქცეოდნენ, პირდაპირ ვთქვათ, თავხედურად. ტრამპი ხომ ჯერ საკმაოდ ინტელიგენტურად ექცევა მათ“, – განაცახადა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი არის ორმხრივი.
„ჩვენ გვაქვს ამგვარი შეხვედრის გამართვის სურვილი და მე ვისურვებდი ამ შეხვედრის გამართვას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის უნდა მომზადდეს, რომ იყოს შედეგი“, – განაცხადა პუტინმა.
მისი განცხადებით, ის არ არის მზად, თქვას, როდის შედგება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან.
„დრო იქნება საჭირო, ახლა არ ვარ მზად, ამას ვუპასუხო, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი შეხვედრის გამართვის სურვილი“, – თქვა მან.
რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთსა და აშშ-ის შორის დიალოგში შუამავლები საჭირო არ არის.
„ვიღაცას სურს, იყოს შუამავალი რუსეთსა და აშშ-ს შორის, თუმცა ალბათ ეს ზედმეტი მოთხოვნებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე უკრაინასა და ევროპასთან.
„რუსეთს არასდროს უთქვამს უარი ევროპელებთან კონტაქტებზე. რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესზე, არასდროს. ჩვენმა, ასე ვთქვათ, პარტნიორებმა თქვეს უარი ამ მოლაპარაკებებზე, რუსეთთან კონტაქტები ევროპელებმა შეწყვიტეს“, – განუცხადა პუტინმა მედიას.
მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ თავად აუკრძალა საკუთარ თავს მოლაპარაკებების წარმოება და გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ერევა ევროპისა და აშშ-ის საქმეებში.
„ევროატლანტიკურ ურთიერთობებს რაც შეეხება, ჩვენ აქ არ ვერევით. ჩვენ არ ვსპეკულირებთ ყველა საკითხზე, რომლებიც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ჩნდება“, – თქვა პუტინმა.