ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე ინდონეზიის პრეზიდენტის მიწვევას დათანხმდა

პუტინი ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე მიიწვიეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით სამიტზე, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს, კრემლის ლიდერი ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ მიიწვიეს. ინდონეზიის პრეზიდენტის თქმით, რუსი კოლეგა მოწვევას დასთანხმდა.

„ინდონეზიას სურს G20-ის გაერთიანება. განხეთქილება არ უნდა დავუშვათ. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გასაღები“, – აცხადებს ინდონეზიის პრეზიდენტი.

გარდა პუტინისა, ინდონეზიის პრეზიდენტმა სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვია. ზელენსკიმ ინდონეზიელ კოლეგას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა, თუ არ უთქვამს დაესწრება თუ არა ნოემბერში დაგეგმილ სამიტს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებს არ სურთ სხვისი საკუთრების მიტაცება, თუმცა არაფერს საკუთარს არ დათმობენ – ზელენსკი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს