,,ვლადიმერ პუტინი ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, რომელმაც შეიძლება რუსეთს უხელმძღვანელოს”

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე მიესალმება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი ისევ იყაროს.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„მე, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, რომელმაც შეიძლება რუსეთს უხელმძღვანელოს. ის მართლაც ადამიანია, რომელმაც რუსეთი ფეხებზე დააყენა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ძალა შეეცდება ყველაფერი გააკეთონ, რათა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რუსეთს პრობლემები შეუქმნას.

წყარო:www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიომბუსდმენი ლაფანყურის სპეცოპერაციის, რაფალიანცის, 26 მაისის აქციის დაშლის და რამდენიმე საქმის გამოძიების შედეგებს აჯამებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა