ვლადიმერ პუტინი – დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს რუსეთი, თუმცა მათ ეს არასდროს გამოუვათ

დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს რუსეთი, თუმცა მათ ეს არასდროს გამოუვათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთს თავდაპირველად ეგონა, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება თავისით დამშვიდდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და მოსკოვი იძულებული გახდა, ხალხს დახმარებოდა.

„ჩვენ გავაფორმეთ ეს მინსკის შეთანხმებები. მათ ასევე თქვეს: „ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ისინი“. ჩვენც ეს გვსურდა. ისევ საჯაროდ თქვეს. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც თქვეს: „ჩვენ არ გვიფიქრია მის შესრულებაზე, ხელი მოვაწერეთ მხოლოდ უკრაინის საომარი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად“. ჰქონდათ რუსეთის განზე გაწევის, მისი დასუსტების მცდელობა; საბოლოოდ, მისი განადგურების. მათ არაფერი გამოუვათ. არასდროს“, – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა ღაზის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი კარბაიაზე: პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება