რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიჭვინთაში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასტან შეხვედრამდე განაცხადა.
“ჩვენ სასაუბრო ბევრი გვაქვს. თუმცა, მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან. ჩვენ საიმედოდ ვუზრუნველყოფბთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება მომავალში“, – განაცხადა პუტინმა.
ამავე დროს, პუტინმა აღნიშნა, რომ აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების ოპტიმალური გზების მოძებნა ახალი სამუსაო ადგილების შესაქმნელად.
“წორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს“, – განახცადა პუტინმა.