ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში იმყოფება, რომელიც 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი ისრაელში ჩავა
შემდეგი სტატიაისრაელი თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში