ვლადიმერ პუტინი არამეგობრული ქვეყნების მხრიდან ზეწოლას „პრაქტიკულ აგრესიად“ აფასებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არამეგობრული ქვეყნების მხრიდან ზეწოლას „პრაქტიკულ აგრესიად“ აფასებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ვიდეოკავშირის რეჟიმში გაიმართა.

„ინტეგრაციული კურსის უპირატესობები განსაკუთრებით აშკარაა ახლა, როდესაც ამჟამინდელი საერთაშორისო ვითარება მარტივი არ არის, ჩვენ მიმართ არამეგობრული სახელმწიფოების მხრიდან პრაქტიკული აგრესიის პირობებში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა ხუთი ხორვატიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
შემდეგი სტატიასაჭიროა სიფრთხილე არამარტო უკრაინის ომთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, არამედ იმაშიც, რომ ჩვენი ანტაგონიზმი არ გადაიზარდოს რაიმე სახის აფეთქებაში, ამ სიფრთხილეში მეც მხარს ვუჭერ პრემიერს – ზილფიმიანი