რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გლობალურ გავლენაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კონფლიქტის ზუსტი შედეგების პროგნოზირება რთულია, თუმცა არსებული შეფასებები მას კორონავირუსის პანდემიას ადარებს.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ომი უდიდეს ზიანს აყენებს საერთაშორისო ლოგისტიკას, საწარმოო და მიწოდების ჯაჭვებს.
ძირითადი აქცენტები პუტინის განცხადებიდან:
ეკონომიკური დარტყმა: კონფლიქტი უდიდეს წნეხს ქმნის ნავთობპროდუქტების (ჰიდროკარბონატები), მეტალებისა და სასუქების მწარმოებელ კომპანიებზე.
პანდემიის ანალოგია: პრეზიდენტმა შეახსენა დამსწრეებს, რომ პანდემიამ დრამატულად შეანელა ყველა რეგიონისა და კონტინენტის განვითარება და არსებული კონფლიქტიც მსგავსი საფრთხის შემცველია.
გაურკვევლობა: „ჩემი აზრით, თავად კონფლიქტში ჩართულ მხარეებსაც კი არ შეუძლიათ რაიმეს პროგნოზირება, ჩვენთვის კი ეს მით უმეტეს რთულია“, — განაცხადა პუტინმა.
















