ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრია, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომლის მიმართაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ქვეყანაში არ იმყოფება.
უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა ორი კვირს წინ, მისი ძმის, კობა ხუნდაძის დაკავებამდე დატოვა. ადვოკატი ირწმუნება, რომ ხუნდაძე თურქეთში სამკურნალოდ არის წასული.

















