ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება იყო ის წერტილი, საიდანაც ”ოცნებას” რწმენა შეერყა – თავაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ “მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება იყოს ის წერტილი, საიდანაც “ოცნებას” რწმენა შეერყა”.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრის შეფასებით, თეთრიწყაროს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მმართველი პარტიისთვის მოულოდნელი იყო.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება იყო ის წერტილი, საიდანაც მათ შეერყათ რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი კარგად აქვთ გაკონტროლებული ყველა დონეზე. მოულოდნელი იყო ეს შედეგი. ეს ეფექტი ჰქონდა. ხუჭუას ამ გადაწყვეტილების მერე, მათ დაიწყეს მოძიება იმ ე.წ. ზონდერ მოსამართლეების და ზონდერ შემადგენლობის, რომელიც ყველა ერთხმად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და იქ არ იქნებოდა განსხვავებული აზრი”, – ამბობს ზაზა თავაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის Ads მენეჯერით 30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზების შექმნა ბიზნესებს ნოემბრის ბოლომდე შეუძლიათ
შემდეგი სტატიაჰარისმა ტრამპს დაურეკა – ცნობილია საუბრის შინაარსი