ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

13962609_319333758411655_8411942917263949721_nვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. 57 კგ. წონით კატეგორიაში 25 წლის მოჭიდავემ ფინალური შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

ხენჩეგაშვილის მეტოქე იაპონელი რეი ჰიგუჩი იყო, რომელიც ქართველმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ 3 შეხვედრა მოიგო. მერვედფინალში ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს მოუგო, ხავერაფინალში კი ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავას : 2017 წლიდან, ბავშვების ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება
შემდეგი სტატიაგონიოში ორი ჯარისკაცის ძებნის ოპერაციაში თურქული ხომალდი ჩაერთო