ვლადიმერ გროისმანი უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვლადიმერ გროისმანი დაამტკიცეს.

390 დეპუტატიდან, გროისმანის კანდიდატურას მხარი 257-მა მათგანმა დაუჭირა.

უკრაინის ახალმა პრემიერმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ერთიანი ძალებით ისინი უკრაინის სასარგებლოდ იმოქმედებენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ 10 აპრილს განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“მე დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: კვლევები გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ადეკვატურად დავგეგმოთ საქმიანობა